სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#623; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად,
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს ხელზე ასაღები 7 000 ლარით.
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 23 დეკემბრის N618 (ოქმი N535) გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენისა და მასთან, როგორც დირექტორთან, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 23 დეკემბრის N618 (ოქმი N535) გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი არ შედგა, გადაწყვეტილება ძალაში შედის სამეურვეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენის შემთხვევაში, მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.