სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №621 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
1. სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ბიუჯეტში განსაზღვრული ბიუჯეტის ერთი პროცენტის ფარგლებში კალენდარული წლის ბოლოსთვის დარჩენილი ნაშთი – 12 თვის ჰონორარების გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხიდან სამეურვეო საბჭოს 11 წევრზე ერთჯერადად დამატებით გაიცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 27 დეკემბრის N465 (ოქმი N416) გადაწყვეტილებით დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს რეგლამენტის (მასში შეტანილი შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებთ) 2.6. პუნქტის 2.6.3. ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთი თვის ოდენობის შესაბამისი ჰონორარები.
2. წინამდებარე გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარების გადახდის შემდგომ სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის, ასევე სხვა ხარჯების ნაწილში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში განსაზღვრული ბიუჯეტის 1,5% პროცენტის ფარგლებში, კალენდარული წლის ბოლოსთვის დარჩენილი ნაშთი მიემართოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორთა საბჭოს პრემირებაზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა მიემართოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა რგოლის მენეჯერების და თანამშრომლების პრემირებაზე მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილების შესაბამისად ორგანიზაციის რეგულაციების დაცვით.