სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №620 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24(9) მუხლის თანახმად,
ცვლილება შევიდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 27 დეკემბრის №465 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტში და რეგლამენტის II ნაწილის 2.6. პუნქტის 2.6.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.6.4. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და მეურვეების ჰონორარებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში განსაზღვრული ბიუჯეტის ერთი პროცენტის პროცენტის ფარგლებში კალენდარული წლის ბოლოსთვის დარჩენილი ნაშთი – 12 თვის ჰონორარების გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობა განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების შესაბამისად.“
2. ცვლილება შევიდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 8 ივნისის №378 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დასაქმებულ პირთა პრემირების წესში და წესის 1.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.2. წინამდებარე წესი ვრცელდება მაუწყებელში დასაქმებულ პირებზე (შემდგომში თანამშრომლები) წინამდებარე წესის შესაბამისად გენერალური დირექტორის პრემირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამეურვეო საბჭო“.