სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#616; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ სპეციალიზებული, რადიოსადგურებისთვის შექმნილი პროფესიონალური აუდიო მიქშერებისა და აუდიო სიგნალების კომუტაციის სისტემის და ვიდეოს პირდაპირი მაუწყებლობის (Live Production) მულტიფუნქციური სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის (1) „თ“  ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 17 დეკემბრის N02-19/463 წერილის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს სპეციალიზებული, რადიოსადგურებისთვის შექმნილი პროფესიონალური აუდიო მიქშერებისა და აუდიო სიგნალების კომუტაციის სისტემის და  ვიდეოს პირდაპირი მაუწყებლობის (Live Production) მულტიფუნქციური სისტემის (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფითა და ლიცენზიებით) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.