სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#615; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ 2026 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული შენობების 24-საათიანი შეიარაღებული დაცვის, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის გავრცელების და სატელიტური თანამგზავრის საშუალებით მაუწყებლობის მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის (1) „თ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 17 დეკემბრის N 02-19/462 წერილის საფუძველზე,
თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს 2026 წლის განმავლობაში:
ა) ადმინისტრაციული შენობების 24 საათიანი შეიარაღებული დაცვის;
ბ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის გავრცელების;
გ) სატელიტური თანამგზავრის საშუალებით მაუწყებლობის მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე.