სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №602 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ სპეციალიზებული, რადიოსადგურებისთვის შექმნილი პროფესიონალური აუდიო მიქშერებისა და აუდიო სიგნალების კომუტაციის სისტემის და ვიდეოს პირდაპირი მაუწყებლობის (Live Production) მულტიფუნქციური სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

19:05, 17.07.2025

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის (1) „თ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის 2025 წლის 14 ივლისის N02-19/237 წერილის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორს სპეციალიზებული, რადიოსადგურებისთვის შექმნილი პროფესიონალური აუდიო მიქშერებისა და აუდიო სიგნალების კომუტაციის სისტემის და ვიდეოს პირდაპირი მაუწყებლობის (Live Production) მულტიფუნქციური სისტემის (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფითა და ლიცენზიებით) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.

Download Document
1TVPLAY