სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №601 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

19:03, 17.07.2025

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2025 წლის 11 ივლისის #1143 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოებისა და მაუწყებლობის კომპლექსის ახალ შენობაში გადატანის წინასწარ განსაზღვრული შემდგომი ეტაპის, მასალების მოწოდების, მონტაჟის, სამუშაო პროცესების მოდიფიკაციის, ტრენინგების, ექსპლუატაციაში მიღების და მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.

Download Document
1TVPLAY