სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №599 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დამხმარე შენობის ხმის საიზოლაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

17:29, 30.05.2025

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2025 წლის 27 მაისის #805 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამხმარე შენობის (მის: ქ. თბილისი ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N31) „დ“ ბლოკზე ხმის საიზოლაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.

Download Document
1TVPLAY