სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №597 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ განსახორციელებელ შესყიდვებთან დაკავშირებით ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

16:34, 03.04.2025

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად და  პუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 31.03.2025წ. #476 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

  1. მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შენობა-ნაგებობებში (მის: ქ. თბილისი ანა პოლიტოვსკაიას ქ. #31) ელექტრო-მექანიკური სისტემების (გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგება-კანალიზაციის, წყალარინებისა და ელექტრომომარაგების) სერვისული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.
  2. მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სტუდიური მულტიმედიური მოწყობილობის – LED  ტიპის შუქდიოდური ვიდეო ეკრანების სახელმწიფო შესყიდვაზე და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.
Download Document
1TVPLAY