სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №595 საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დანიშვნასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2024 წლის 5 დეკემბერს #591 გადაწყვეტილებით (ოქმი #518) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად,
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2024 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარების გამო საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდეს შპს „მოორ ეიბისი“, რომელსაც დაევალოს შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა არაუგვიანეს 2025 წლის 20 აპრილისა.
2. დაევალოთ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორს, წინამდებარე გადაწყვეტილების 1-ელ პუნქტში აღნიშნულ კომპანიასთან გააფორმონ შესაბამისი ხელშეკრულება.