სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №592 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ კალათბურთში საერთაშორისო ტურნირების მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლების შესყიდვის მიზნით ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

17:43, 31.01.2025

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2025 წლის 27 იანვრის #105 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2025-2029 წლების განმავლობაში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ეგიდით მიმდინარე შეჯიბრებების – მამაკაცთა და ქალთა მსოფლიო და ევროპის თასების, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის და მსოფლიო თასების საკვალიფიკაციო ტურნირების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებზე ტრანსლაციის/განთავსების ექსკლუზიური უფლების შესყიდვის მიზნით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU).

Download Document
1TVPLAY