სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №590 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” მიერ 2025 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული შენობების 24 საათიანი შეიარაღებული დაცვის, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის გავრცელების და სატელიტური თანამგზავრის საშუალებით მაუწყებლობის მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის (1) „თ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორის 2024 წლის 2 დეკემბრის #02-19/326 წერილის საფუძველზე, თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორს 2025 წლის განმავლობაში:
ა) ადმინისტრაციული შენობების 24 საათიანი შეიარაღებული დაცვის;
ბ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის გავრცელების:
გ) სატელიტური თანამგზავრის საშუალებით მაუწყებლობის მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე.
123