სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#573; საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დანიშვნასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბერს #568 გადაწყვეტილებით (ოქმი #502) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ  

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის თანახმად,

  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარების გამო საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდეს შპს „მოორ ეიებისი“ რომელსაც დაევალოს შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა არაუგვიანეს 2024 წლის 20 აპრილისა.