სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#572;  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” მიერ 2024 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული შენობების 24 საათიანი შეიარაღებული დაცვის, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის გავრცელების და სატელიტური თანამგზავრის საშუალებით მაუწყებლობის მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის (1) „თ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორის 2023 წლის 18 დეკემბრის #02-19/445 წერილი საფუძველზე, თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორს:

ა) 2024 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული შენობების 24 საათიანი შეიარაღებული დაცვის;

ბ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის გავრცელების:

გ) სატელიტური თანამგზავრის საშუალებით მაუწყებლობის მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე.