სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#561; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საშტატო განრიგისა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის (1) „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის 2023 წლის 25 სექტემბრის #02-19/337 წერილის საფუძველზე:

  1. დამტკიცდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საშტატო განრიგი და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები თანდართული რედაქციით.
  2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის 31 მარტის #01-01/08 (ოქმი #8) გადაწყვეტილებით დამტკიცებული სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საშტატო განრიგი და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები.
  3. გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ოქტომბრიდნ.

დანართი: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საშტატო განრიგი