სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#560; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ ვიდეოკამერების კომპლექტების, ვიდეომონიტორებისა და ობიექტივების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის (1) „თ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის 2023 წლის 22 სექტემბრის #02-19/334 წერილის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორს ვიდეოკამერების კომპლექტების, ვიდეომონიტორებისა და ობიექტივების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ NAT230016842 ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შპს „ინოვატორთან“ (ს/ნ 205102280) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.