სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №557 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სამაუწყებლო ავტომატიზაციის და წარმოების ინტეგრირებული სისტემის მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2023 წლის 4 სექტემბრის #1795 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, სამაუწყებლო ავტომატიზაციის და წარმოების ინტეგრირებული სისტემის მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.
123