სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №556 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ მხატვრული ფილმების, დოკუმენტური ფილმების, ანიმაციური ფილმების და ანიმაციური სერიალის შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის (1) „თ“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის 2023 წლის 7 აგვისტოს N 02-19/280 წერილის საფუძველზე,
თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორს მხატვრული ფილმების, დოკუმენტური ფილმების, ანიმაციური ფილმების და ანიმაციური სერიალის შესყიდვის მიზნით შპს „ენ რექორდსთან“ (ს/ნ 402182525) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
123