სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №552 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ფეხბურთში 2024 წლის და 2028 წლის ევროპის ჩემპიონატების მატჩების ჩვენების/ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლების/ლიცენზიის შეძენის მიზნით ევროპის მაუწყებელთა კავშირთან(EBU) შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

20:09, 13.07.2023

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2023 წლის 3 ივლისის #1391 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე.

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, რათა სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ შეიძინოს ფეხბურთში 2024 წლის და 2028 წლის ევროპის ჩემპიონატების მატჩების ჩვენების/ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება/ლიცენზია და ამ მიზნით, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან(EBU) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები.

Download Document
1TVPLAY