სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №551 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. #31-ში ახალი შენობის არქივისა და ხიდის საპროექტო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2023 წლის 19 ივნისის #1283 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას ქ.#31-ში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის არქივის და ხიდის საპროექტო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.
123