სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №547 საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტის) დანიშვნასთან დაკავშირებით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2022 წლის 29 დეკემბრის N543-ე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად,
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებასთან დაკავშირებით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2022 წლის 29 დეკემბრის N543-ე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდეს შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯია“, რომელსაც დაევალოს შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2023 წლის 20 აპრილამდე.
123