სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №544 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტის) ჩატარების გამო საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დანიშვნასთან დაკავშირებით კონკურსის ვადის გაგრძელების შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად,
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტის) ჩატარების გამო, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დანიშვნასთან დაკავშირებით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2022 წლის 29 დეკემბრის N543 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ვადა გაგრძელდეს 2023 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, წინამდებარე გადაწყვეტილებაზე თანდართული განცხადების შესაბამისად.
2. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვებგვერდზე.
123