სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №542 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირების მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლების შესყიდვის მიზნით ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის # 2491 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ 2022-2028 წლების განმავლობაში UEFA-სა და FIFA-ს ეგიდით გასამართი საერთაშორისო ოფიციალური და ამხანაგური მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლების შესყიდვის მიზნით, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU).
123