სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №540 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სატელევიზიო პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად,
1. თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, კულინარიული მეგაშოუს „მასტერშეფი“ გარე წარმოების შესყიდვის მიზნით, შპს „ნოვა პროდაქშენს-თან“ (ს/კ 202426017) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
2. თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საბავშვო-შემეცნებითი გადაცემის „წიგნების თარო“ და ახალგაზრდულ-გასართობი გადაცემის „წიგნების თარო – სტუდენტური“ გარე წარმოების შესყიდვის მიზნით, შპს „წიგნების თარო-სთან“ (ს/კ 402154495) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
3. თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, სატელევიზიო სერიალის „სიყვარულს მიღმა“ გარე წარმოების შესყიდვის მიზნით, შპს „ტვ-11-თან“ (ს/კ 405189059) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.