სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №537 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში ახალი შენობის ელექტრო-მექანიკური სისტემების საინჟინრო სამუშაოების განხორციელების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებაზე და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ 

16:06, 20.08.2022

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2022 წლის 17 აგვისტოს #1678 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში ახალი შენობის ელექტრო-მექანიკური სისტემების საინჟინრო სამუშაოების (II ეტაპი – გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგება-კანალიზაციის, წყალარინებისა და ელექტრომომარაგება-სუსტი დენების სისტემები, ლიფტების მიწოდება-მონტაჟი) განხორციელების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებაზე და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.

Download Document
1TVPLAY