სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №536 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სატელევიზიო პროექტის შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2022 წლის 8 აგვისტოს #1640 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, მუსიკალური მეგაშოუს „ვოისი“ (The Voice) გარე წარმოების შესყიდვის მიზნით, შპს „მედია საკონსულატაციო ჯგუფი“-სთან (ს/კ 404463291) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
123