სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#528; საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტის) დანიშვნასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2022 წლის #526 გადაწყვეტილებით (ოქმი 457) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად,

  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2021 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2022 წლის #526 გადაწყვეტილებით (ოქმი 457) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიად გამოცხადდეს, შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯია“, რომელსაც დაევალოს შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2022 წლის 20 აპრილამდე.
  2. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, წინამდებარე გადაწყვეტილების 1-ელ პუნქტში აღნიშნულ კომპანიასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.