სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №527 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში ახალი შენობის ელექტრო-მექანიკური სისტემების საინჟინრო სამუშაოების განხორციელების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებაზე და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ 

14:28, 10.03.2022

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2022 წლის 2 მარტის N325 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში ახალი შენობის ელექტრო-მექანიკური სისტემების საინჟინრო სამუშაოების განხორციელების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებაზე და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლის დაფინანსების წყაროს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 68) გასხვისების შედეგად მიღებული სახსრები და 2022 წლის ბიუჯეტი წარმოადგენს.

Download Document
1TVPLAY