სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №521 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სატელევიზიო პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ

15:29, 28.01.2022

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს 2022 წლის, 21 იანვრის #53 და 2022 წლის, 28 იანვრის #86 სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე,

1. თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, კულინარიული მეგაშოუს „მასტერშეფი“ გარე წარმოების შესყიდვის მიზნით, შპს „ნოვა-პროდაქშენს“-თან (ს/კ 202426017) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება

2. თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საბავშვო-შემეცნებითი გადაცემის „წიგნების თარო“ და ახალგაზრდულ-გასართობი გადაცემის „წიგნების თარო – სტუდენტური“ გარე წარმოების შესყიდვის მიზნით, შპს „წიგნების თარო“-სთან (ს/კ 402154495) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

Download Document
1TVPLAY