სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №517 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარების გაცემის შესახებ
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტი 882 300 ლარით განისაზღვრა, საიდანაც სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის ჯამური თანა 588 200 ლარს შეადგენდა, ხოლო სხვა ხარჯების ნაწილში ჯამური თანხა 294 100 ლარს. 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის განსაზღვრული ჯამური თანხის ნაშთმა 14 792 ლარი შეადგინა.
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტიდან სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხის ნაშთიდან 2 590 ლარი გადავიდეს სამეურვეო საბჭოს 2021 წლის სხვა ხარჯების ნაწილში, ხოლო დარჩენილი 12 202 ლარი თანაბრად განაწილდეს სამეურვეო საბჭოს (ცხრა მეურვე) წევრებს შორის.
2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.