სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №515 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ კალათბურთში საერთაშორისო ტურნირების მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლების შესყიდვის მიზნით Federation Internationale De Basketbol-თან (FIBA) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

17:47, 01.12.2021

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 15.11. 2021წ. #2364 სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორს, კალათბურთში საერთაშორისო ტურნირების მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლების შესყიდვის მიზნით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება Federation Internationale De Basketbol-თან (FIBA),  რომლის ღირებულება შეადგენს 290000 (ორასოთხმოცდაათი ათასი) ევროს.

 

 

Download Document
1TVPLAY