სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#505; საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტის) დანიშვნასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2021 წლის N503 გადაწყვეტილებით (ოქმი N438) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად,

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2020 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2021 წლის 22 იანვრის N503 გადაწყვეტილებით (ოქმი N438) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდეს შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯია“, რომელსაც დაევალოს შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2021 წლის 10 აპრილამდე.

დატოვე კომენტარი