სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #498; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარების გაცემის შესახებ

ვინაიდან, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტიდან სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხის ნაშთი 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 132 ათას ლარს,

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტიდან სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხის ნაშთი 82 ათასი ლარი გადავიდეს მაუწყებლის 2021 წლის ბიუჯეტში და განიკარგოს საჭიროებისამებრ, ხოლო დარჩენილი 50 ათასი ლარი თანაბარ ნაწილებად განაწილდეს სამეურვეო საბჭოს (სულ ცხრა მეურვე) წევრებს შორის.

2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დატოვე კომენტარი