სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #495

ა/წ 6 ნოემბერს, თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს (შემდგომში – „სამეურვეო საბჭო“) სააპელაციო საჩივრით მიმართა ფიზიკურმა პირმა ჯორჯ ვემსმა.

კორონავირუსთან დაკავშირებით (COVID-19) ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, აღნიშნულ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს სხდომა ჩატარდა ა/წ 2 დეკემბერს დისტანციურ რეჟიმში, სადაც მონაწილეობას იღებდა სააპელაციო საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი. სამეურვეო საბჭო დეტალურად გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მოისმინა მხარის განმარტებები.

სამეურვეო საბჭო ეთანხმება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თვითრეგულირების ორგანოს/კომისიის 2020 წლის 27 ოქტომბრის დასკვნას და გენერალური დირექტორის 2020 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომელიც სათანადოდ არის დასაბუთებული. სამეურვეო საბჭოს ადგენს, რომ 2020 წლის პირველ ოქტომბერს გადაცემაში „ტაიმაუტი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისი ნორმების დარღვევას და ამდენად, არ არსებობს თვითრეგულირების ორგანოს/კომისიის ზემოთ ხსენებული დასკვნის და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.