სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #493

ა/წ 16 ოქტომბერს, თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს (შემდგომში „სამეურვეო საბჭო“) სააპელაციო საჩივრით მიმართა შპს „სფერო ჰოლდინგმა“.

სამეურვეო საბჭო დეტალურად გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და საქმის მასალებს, რომლის შედეგად სამეურვეო საბჭო ადგენს, რომ 2020 წლის 6 სექტემბერს პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“ შპს „სფერო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული სიუჟეტი მომზადდა და ეთერში გავიდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, კანონის დარღვევას არ ჰქონია ადგილი ასევე გადაცემის ანონსირების დროსაც. შესაბამისად, შპს “სფერო ჰოლდინგის“ პრეტენზიები აშკარად უსაფუძვლოა. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თვითრეგულირების ორგანოს/კომისიის 2020 წლის 5 ოქტომბრის დასკვნა და გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება არის სათანადოდ დასაბუთებული, რასაც სამეურვეო საბჭო სრულად ეთანხმება და იზიარებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის #2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,

1. შპს „სფერო ჰოლდინგს“ უარი ეთქვას სააპელაციო საჩივრის არსებით განხილვაზე და ძალაში დარჩეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თვითრეგულირების ორგანოს/კომისიის 2020 წლის 5 ოქტომბრის დასკვნა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

2. წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა და სასამართლოში ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არ საჩივრდება.

დატოვე კომენტარი