სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №491 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ქ. თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესყიდვასთან დაკავშირებით გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2020 წლის 05 ოქტომბრის N 1702 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
თანხმობა მიეცეს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ქ. თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესყიდვასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილკომპანიასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
123