სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #483; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ვიდეო სიგნალების მიქშერების სისტემების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის გამოცხადებაზე და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ 

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ფინანსების და ადმინისტრაციის დირექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს #1301 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ტექნიკურ გადაიარაღებასთან გასატარებელი ღონისძიების ფარგლებში, ვიდეო სიგნალის მიქშერების სისტემების შესასყიდად გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი (სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 962 800 ლარი) და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.