სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №480 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ქსელური მოწყობილობების და ინფრასტრუქტურის შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ

14:34, 10.08.2020

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2020 წლის 3 აგვისტოს #1193 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ქსელური მოწყობილობების და ინფრასტრუქტურის შესყიდვის მიზნით, კანონმდებლობის ფარგლებში, გამოაცხადოს შესაბამისი ტენდერი და ტენდერში გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

Download Document
1TVPLAY