სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #477; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ცენტრალური ინჯესტის, ავტომატიზირებული მაუწყებლობის დაგეგმარებისთვის საჭირო ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2020 წლის 27 მაისის #631 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ცენტრალური ინჯესტის, ავტომატიზირებული მაუწყებლობის დაგეგმარებისთვის საჭირო ტექნიკის შესყიდვის მიზნით, კანონმდებლობის ფარგლებში, გამოაცხადოს შესაბამისი ტენდერი და ტენდერში გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

დატოვე კომენტარი