სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #476; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ კულინარიული მეგაშოუს „მასტერშეფი“ და მუსიკალური მეგაშოუს The Voice დამზადების, განხორციელებისა და ეთერში განთავსების მიზნით კომპანიასთან შპს „ნოვა პროდაქშენს" შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ვინაიდან, თითოეული გარიგების (კულინარიული მეგაშოუს „მასტერშეფი“ და მუსიკალური მეგაშოუს The Voice დამზადება/ განხორციელება) ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2020 წლის 21 მაისის #602 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, 2020 წლის შემოდგომის სატელევიზიო სეზონზე, კულინარიული მეგაშოუს „მასტერშეფი“ და მუსიკალური მეგაშოუს The Voice განხორციელებისა და ეთერში განთავსების მიზნით, მათი დამზადება დაუკვეთოს კომპანია შპს „ნოვა პროდაქშენს” და აღნიშნულ კომპანიასთან, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები.