სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #475; საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტის) დანიშვნასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2020 წლის #472 გადაწყვეტილებით (ოქმი #421) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად,

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2019 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებასთან დაკავშირებით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2020 წლის 5 მაისს #472 გადაწყვეტილებით, (ოქმი #421) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდეს სს „ფი ქეი ეფ კაიზენი”, რომელსაც დაევალოს შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2020 წლის 10 ივლისამდე;
2. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ კომპანიასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

დატოვე კომენტარი