სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #467; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 თებერვლის N95 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ახალი შენობის (მის. ქ. თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31) სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, კანონმდებლობის ფარგლებში გამოაცხადოს ტენდერი და ტენდერში გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.