სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #464; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ სატელევიზიო პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, პროექტების „წიგნების თარო“, „მარტივი ლოგიკა“ და „ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი“ გარე წარმოების შესყიდვის მიზნით, კომპანიებთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები.