სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #462; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარების გაცემის შესახებ

ვინაიდან, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტიდან სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხის ნაშთი 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 23 328 (ოცდასამი ათას სამასოცდარვა) ლარს,

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტიდან სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხის ნაშთი 23 328 (ოცდასამი ათას სამასოცდარვა) ლარის ოდენობით თანაბარ ნაწილებად გადანაწილდეს სამეურვეო საბჭოს (სულ ცხრა მეურვე) წევრებს შორის.

2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.