სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №461 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” რადიო და ტელევიზიის პროგრამების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიწოდების და გავრცელების მომსახურების ექსკლუზიურად შესყიდვის მიზნით შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

15:54, 17.12.2019

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2019 წლის 10 დეკემბრის #4655/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რადიო და ტელევიზიის პროგრამების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიწოდების და გავრცელების მომსახურების (შესყიდვის საერთო ღირებულება 1 764 059 (მილიონ შვიდასსამოცდაოთხი ათას ორმოცდაცხრამეტი ლარი) ექსკლუზიურად შესყიდვის მიზნით, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“.

 

 

Download Document
1TVPLAY