სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #459; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ გარე გადაღების კამერების შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის #4486/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ გარე გადაღების კამერების შესყიდვის მიზნით, კანონმდებლობის ფარგლებში გამოაცხადოს ტენდერი და ტენდერში გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.