სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №456 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ სატელევიზიო მეგაპროექტების შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე”ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2019 წლის 4 ივლისის #2881/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, მუსიკალური მეგაშოუს „საქართველოს ვარსკვლავი“ და კულინარიული მეგაშოუს „მასტერშეფი“ გარე წარმოების შესყიდვის მიზნით, შპს „ნოვა პროდაქშენს“-თან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები.
123