სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №455 ა(ა)იპ „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის” საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ

14:56, 13.06.2019

საბჭომ იმსჯელა საჩივართან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ 2019 წლის 3 აპრილს, 12:00 და 15:00 საათიან „მოამბეში” ფონდის პრეზენტაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია იყო შეცდომაში შემყვანი და ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ფონდმა დამალა ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს”. სამეურვეო საბჭო თვლის, რომ დარღვეულია მაუწყებლის ქცევის კოდექსით დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი და შესაბამისად ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის” საჩივარი;

2. წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა და სასამართლოში ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არ საჩივრდება.

Download Document
1TVPLAY