სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #454; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ მაუწყებლობისა და ტრანსლაციების კომპლექსის შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე”ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 24 აპრილის #1839/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ მაუწყებლობისა და ტრანსლაციების კომპლექსის შესყიდვის მიზნით, კანონმდებლობის ფარგლებში გამოაცხადოს ტენდერი და ტენდერში გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.