სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №453 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ კულინარიული მეგა შოუს/პროექტის განხორციელების და ეთერში განთავსების მიზნით კომპანიასთან შპს „ნოვა პროდაქშენს“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

14:53, 08.04.2019

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე”ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2019 წლის 3 აპრილის #1462/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს კულინარიული მეგა შოუს/პროექტის განხორციელების და ეთერში განთავსების მიზნით, მისი დამზადება დაუკვეთოს კომპანიას შპს „ნოვა პროდაქშენს“ და აღნიშნულ კომპანიასთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

დანართი: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2019 წლის 3 აპრილის #1462/03 სამსახურებრივი ბარათი.

 

 

Download Document
1TVPLAY